თამარ მეარაყიშვილი: მოხსნილი ბრალი ხელახლა წამიყენეს
ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურამ ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ მოხსნილი ბრალი ხელახლა წაუყენა. საქმე ეხება მმართველი პარტია ედინაია ოსეტიას მიმართ ცილისწამების ბრალს. ბრალდების ხელახალი წარდგენის შესახებ თამარ მეარაყიშვილმა დღეს, 25 თებერვალს სხდომაზე შეიტყო.
"ძველი ბრალი წამიყენეს, რომელიც უკვე მომეხნა. უზენაესმა ცილისწამების ნაწილში გამამართლა, ბრალი მომეხსნა, მაგრამ რაკი დაბრუნდა პირველ ინსტანციაში საქმეები, ისიც დააბრუნეს. 3 მარტს გაიმართება მოწმე-დაზარალებულების დაკითხვა ცილისწამების საქმეზე", — ამბობს თამარ მეარაყიშვილი On.ge-სთან საუბრისას.
თამარ მეარაყიშვილის საქმე
მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოს დააკავეს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მმართველი პოლიტიკური პარტიის ედინაია ოსეტიას მიმართ ცილისწამების ბრალდებით. მას შემდეგ ოთხი სასამართლო პროცესი ჩატარდა ცხინვალში, ბრალდებულის სახლი არაერთგზის გაიჩხრიკა, არაერთი დაკითხვა ჩატარდა, თუმცა გამოძიებამ მაინც ვერ შეძლო საკმარისი მტკიცებულების მოპოვება იმის დასამტკიცებლად, რომ მეარაყიშვილი დამნაშავეა.
მეორე საქმე აქტივისტის წინააღმდეგ აღიძრა მუხლით, რომელიც ოფიციალური დოკუმენტების, ჯილდოების, ბეჭდის, შტამპის, ბლანკის გაყალბებას ითვალისწინებს. ე.წ. უწყება ამტკიცებდა, რომ მეარაყიშვილმა დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტი ქართული პასპორტის შენარჩუნებით აიღო, რაც აკრძალულია.
თამარს ყველანაირი დოკუმენტი ქონდა ჩამორთმეული და გადაადგილების უფლება შეზღუდული. მთელ დროს ის ახალგორში, საკუთარ სახლში ატარებდა და გარეთ გასვლას მხოლოდ სასამართლო პროცესზე ან დაკითხვაზე წასვლის შემთხვევაში ახერხებს, ისიც ადვოკატის თანხლებით.
2019 წლის 10 ივლისს დე-ფაქტო სასამართლომ მეარაყიშვილს ყველა ბრალდება მოუხსნა, მათ შორის გაუქმდა გადაადგილების შეზღუდვაც, თუმცა პროკურატურამ გადაწყვეტილება ზედა ინსტანციაში გაასაჩივრა.
2020 წლის 17 იანვარს დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ დე ფაქტო პროკურატურის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და პირველ ინსტანციაში დააბრუნა. საქმე ეხება თვითაღიარებული რესპუბლიკის ყალბი პასპორტის დამზადებას.
რაც შეეხება მეორე ბრალდებას — მმართველი პარტიაზე ცილისწამება, დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ე.წ. ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელმაც მეარაყიშვილი უდანაშაულოდ ცნო.
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
კომენტარები