აჭარის მაუწყებელში ცენზორად არ ვარ მოსული — ნინო ხაჟომია
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ერთ-ერთი რედაქტორი, ნონო ხაჟომია, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, ამბობს, რომ თანამშრომლებს შეხვდა და აუხსნა, რომ ის ტელევიზიაში "ცენზორად" არ მისულა.
როგორც ხაჟომია ამბობს, აჭარის მაუწყებლისთვის მას საგამოძიებო გადაცემის გადაცემაც შესთავაზეს.
"შევხვდი ჩემს თანამშრომლებს, ავუხსენი ჩემი აქ ყოფნის მიზანი, ვფიქრობ, რომ კარგად. ყველა მათგანი მიხვდა, რომ მე აქ არ ვარ ცენზორად მოსული, არამედ მე აქ ვარ მოსული მათთან ერთად საქმის საკეთებლად. ეს ტელევიზია იქნება კრიტიკული, ეს ტელევიზია იქნება ობიექტური, ეს ტელევიზია იქნება გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის, ვიდრე აქამდე იყო", — განუცხადა რუსთავი 2-ს ხაჟომიამ.
აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების რედაქტორად ნინო ხაჟომია 24 თებერვალს დაინიშნა. მან თანამდებობაზე საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე ჩაანაცვლა.
აჭარის მაუწყებელში ქართული ოცნების მიერ დაკომპლექტებული მრჩევლებისგან არჩეული გიორგი კოხრეიძის მისვლის შემდეგ თანამშრომელთა ეჭვები გამართლდა. არხის დირექტორის პირველ მოადგილეს, ნათია ზოიძეს უფლებები შეუზღუდეს, რის გამოც მან თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით დაანონსდა, რომ შეიცვლებოდა მთავარი საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი და პროტესტის მიუხედავად დირექტორმა, კვლავ ქართული ოცნებისგან დანიშნული მრჩევლების დახმარებით, მაია მერკვილაძეს სხვა თანამდებობა შესთავაზა.
გარდა ამისა, დისციპლინური წარმოება მიმდინარეობს საინფორმაციო სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის, წინააღმდეგ. ამ მოვლენების გამო, ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა ჟურნალისტმა, ნინო ხოზრევანიძემ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები