ხვალ გადაწყდება გაიმართება თუ არა ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში — დავით ზალკალიანი
გაიმართება თუ არა მაისში დაგეგმილი ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში, ამის შესახებ გადაწყვეტილება ცნობილი ხვალ გახდება. საკითხთან დაკავშირებით ხვალ, 26 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში მსჯელობას გამართვას და სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ, დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, მინისტერიალის ჩასატარებელ ადგილთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში დიდი მოლოდინია და ხვალინდელი გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებისთვის განმარტებების გაკეთების შესაძლებლობა ექნება.
"ხვალ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით. ამიტომ, მე დღეს ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ, რადგანაც ჩვენ უნდა დაველოდოთ ხვალინდელ გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ხვალინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, მე კვლავ მექნება შესაძლებლობა, ქართულ საზოგადოებას განვუმარტო ყველაფერი იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც იქნება მიღებული", — განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ, 14-15 მაისს ევროსაბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს. იმ შემთხვევაში, თუ მინისტერიალი თბილისში გაიმართება, შესაძლოა, რომ ქვეყანას რუსეთის დელეგაციის ისეთი წევრებიც ესტუმრონ, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მათ შორის შესაძლოა იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. საქართველოში კი, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ასევე პოლიტიკური სპექტრი, ევროსაბჭოს მინისტერიალთან დაკავშირებით მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილებას ელიან.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები