რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში Amnesty International-ის ოფისი ქალაქის სახელისუფლებო ორგანოებმა დალუქეს, ინფორმაციას ორგანიზაციის თანამშრომელზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

ოთხშაბათს სამსახურში მისულ სერგეი ნიკიტინს კარებზე საკეტები გამოცვლილი და დალუქული კარი დახვდა.

ამნესტი ინტერნეიშენელი ადამიანის უფლებებს იცავს და მკაცრად აკრიტიკებს რუსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობას. ორგანიზაცია რუსეთის ხელისუფლებისგან განმარტებას ელის.

მოგვიანებით მოსკოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორგანიზაციას შენობის ქირა არ ჰქონდა გადახდილი და სახელშეკრულებო ვალდებულებებს არ ასრულებდა.

Amnesty წარსულშიც ხშირად აკეთებდა აქცენტს რუსეთის ხელისუფლებისგან ძალადობის ფაქტებზე.