გვემუქრებიან თუ არა რობოტები სამსახურების წართმევით
ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი ცვლის დასაქმების სფეროს და ეკონომიკურ სისტემებს. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, ევოლუციის პროცესი სწორი მიმართულებით წარვმართოთ.
დასაქმების სფერო სერიოზული ცვლილებების წინაშე დგას: რობოტები ადამიანების მხარდამხარ დაიწყებენ მუშაობას, ზოგ შემთხვევაში კი სრულად ჩაანაცვლებენ მათ, რაც პოტენციურად მთლიან ეკონომიკურ სისტემას შეუცვლის ფორმას. "მაგრამ ეს პანიკის მიზეზად არ უნდა ვაქციოთ. ჩვენ ადრეც დავმდგარვართ მსგავსი პრობლემის წინაშე", — ამბობს უაელ ელრიფაი, ციფრულ მომსახურებაზე სპეციალიზირებული კომპანიის, Hitachi Vantara-ს ქსელური ინჟინერიის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი.
ამ მოსაზრების სისწორეში ჩვენ დასარწმუნებლად მას კლასიკური მაგალითი მოჰყავს ისტორიიდან, როცა ცხენებშებმული ეტლები ავტომობილებმა ჩაანაცვლეს. "მართალია, დღეს მჭედელთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 1900-იანი წლების დასაწყისში იყო, მაგრამ ახლა არსებობს ბევრი სხვა პროფესია — იქნება ეს მექანიკოსობა თუ მანქანათმშენებლობა — რომლების დაუფლებაც ადამიანს შეუძლია. შედეგად, დასაქმების სფერო კიდევ უფრო გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანი რეორგანიზაციის ხარჯზე მოხდა. თუმცა ამ ცვლილებებს მჭედლებისთვის არაფერი კარგი არ მოუტანია, ასე არაა?" — აღნიშნავს ელრიფაი.
სწორედ ამის მსგავსია ის პრობლემა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას უკავშირდება. ევროპული კომისიის პროგნოზის მიხედვით, 2030 წლისთვის ავტომატიზირებადი სამუშაოს 47 პროცენტი უბრალოდ გაქრება, რაც ყველაზე უარყოფითად ქალებსა და დაბალკვალიფიცირებულ მოხელეებზე აისახება.
დოქტორი კაძუო იანო, რომელიც ასევე Hitachi-ის თანამშრომელია, ამტკიცებს, რომ მანქანები ადამიანების პირდაპირ კონკურენტებად არ უნდა განვიხილოთ; სანაცვლოდ, ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი უნდა იქცეს ჩვენი შესაძლებლობების გაფართოების საშუალებად. "ეს ადამიანურ უნართა გაძლიერების მსგავსია", — ამბობს დოქტორი იანო, — "ჩვენ ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანებს როგორც ხელსაწყოებს, ისე უნდა შევხედოთ; ზუსტად ისე, როგორც კალკულატორს ან კომპიუტერს ვუყურებთ".
საბედნიეროდ, ჩვენ კიდევ გვაქვს დრო, რომ ეკონომიკის ამგვარ ევოლუციას სასურველი მიმართულება მივცეთ. "ვფიქრობ, ხალხში ისეთი გრძნობაა გაბატონებული, თითქოს ეს ცვლილებები ხვალ ან მომავალ წელს მოხდება", — აღნიშნავს ელრიფაი. გარკვეულწილად, ხელოვნური ინტელექტის შექმნასთან დაკავშირებული რევოლუცია უკვე დაწყებულია — ამაზე მუშაობას 1950-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი — და ჩვენ წინ გრძელი გარდამავალი პერიოდი გველის.
ელრიფაის პროგნოზით, მაგალითად, უმძღოლო მანქანები გზებზე 2030 წლამდე ვერ გამოჩნდებიან. "ასე რომ, ტაქსის მძღოლებისთვის პროფესიის დაკარგვის დრო არც თუ მალე დადგება", — ამბობს ის, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები უბერის მსგავსი კომპანიების წყალობით უკვე განიცდიან ცვლილებებს, — "მძღოლისთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, სამსახურს რობოტი წაართმევს თუ სხვა ადამიანი".
ეკონომიკა მცირე დაბრკოლებებს თავისუფლად უმკლავდება, მაგრამ პრობლემა სერიოზულ სახეს იძენს, როცა ცვლილებები სწრაფად აღმოცენდება და მათი გავლენის სფერო ფართოვდება. შესაბამისად, ელრიფაისთვის მნიშვნელოვანია ისეთ კითხვებზე პასუხები, როგორებიცაა, სიახლეები ეტაპობრივად განხორციელდება თუ ბევრ სვადასხვა სფეროში ერთდროულად? და გვექნება თუ არა საკმარისი დრო, ამ ცვლილებებს მოვერგოთ?
იგი ყურადღებას ტრანსპორტის სფეროზე ამახვილებს. ტაქსის ჩათვლით, ეს ინდუსტრია მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ მეათედზე მეტს შეადგენს. მასში სამუშაო ადგილების შემცირება გლობალურ გავლენას იქონიებს. თუმცა, მეორე მხრივ, ტრანსპორტის ღირებულების შემცირებამ, შეიძლება, ცხოვრება უფრო იაფი გახადოს, რისგანაც ყველაზე მეტ სარგებელს ღარიბი ფენა მიიღებს. მსგავსი რებალანსირება აუცილებლად გასათვალისწინებელია. "სამსახურის მცირეხნიანი დაკარგვა ზოგისთვის, შესაძლოა, ნათელი მომავლის წინაპირობა გახდეს. თუმცა მყისიერი დანაკარგების შერბილებაც შესაძლებელია, თუ წინასწარვე დაიწყება ადამიანთა გადამზადებაზე ზრუნვა ან ისეთი იდეების განხორციელება, როგორიცაა უნივერსალური საბაზისო შემოსავალი", — აღნიშნავს ელრიფაი.
იმისათვის, რომ ჩვენი საქმიანობის მომავალი ყველასთვის პოზიტიური იყოს, აუცილებელია, ამ საკითხზე დისკუსია გავაფართოვოთ და გავცდეთ ეკონომისტებს, პოლიტიკოსებსა და კომპიტერულ მეცნიერებათა სპეციალისტებს. ელრიფაი მიიჩნევს, რომ მგავს მსჯელობებში იმ ადამიანების ჩართვის პარალელურად, რომელთაც პირდაპირ შეეხებათ ცვლილებები, საჭიროა, დავეკითხოთ ფსიქოლოგებს, განათლების სფეროში მოღვაწეებსა და ტესტირების ექსპერტებს, რათა მეტი გავიგოთ ადამიანის შესაძლებლობების შესახებ.
დოქტორი იანო ეთანხმება ამ მოსაზრებას და ამბობს, რომ ჩვენ ამ ყველაფერთან ერთად მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ, კონკრეტულად რა პრობლემების გადაჭრა გვსურს. ამაში კი მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები ვერ დაგვეხმარებიან. "ალგორითმებისა და ინფორმატიკის ცოდნა საჭირო შედეგის მისაღწევად საკმარისი არ არის", — აღნიშნავს ის, — "სხვა სფეროების სპეციალისტთა ჩაურთველად, როგორც წესი, შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიზანს ფულადი მოგება ან შემოსავალი წარმოადგენს ხოლმე, რასაც ძალიან ცუდ, მიკერძოებულ შედეგებამდე მივყავართ".
აქ კი ჩნდება კითხვები ხელოვნურ ინტელექტზე. რა გვინდა, ამ ყველაფრისაგან მივიღოთ: ცხოვრების გაიაფება? მეტი თავისუფალი დრო? უთანასწორობის შემცირება? თუ ადამიანის შრომის ანაზღაურების გაზრდა? ჩვენ, როგორც ელრიფაი ამბობს, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ შედეგებზეც ვფოკუსირდეთ და შესაძლებლობებზეც.
ხელოვნური ინტელექტი დასაქმების სფეროში წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტის ერთ-ერთი საშუალებაა, თუმცა თავად კითხვები ახალი ნამდვილად არაა. "ეს კაცობრიობისათვის ყველაზე ღირშესანიშნავი დროა; დრო, როცა მუშაობას ვიწყებთ იმის განსაზღვრაზე, თუ რას ნიშნავს, იყო ადამიანი იმის მიღმა, რასაც ბოლო 2 მილიონი წლის განმავლობაში ვაკეთებდით, როცა ჩვენი ყოფის უმეტესი ნაწილი ეთმობოდა საკვებით, სითბოთითა და უსაფრთხოებით უზრუნველყოფის საკითხებს", — ამბობს ელრიფაი.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები