დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების რიკსი მთელს დედამიწაზე მატულობს და მათ შორის არც საქართველოა გამონაკლისი. მისი თქმით, ირანში კორონავირუსის გავრცელდა და საქართველოშიც იმატებს რისკი, რომ ვირუსი გავრცელდეს.

"კორონა ვირუსის გავრცელების რისკი ყოველდღიურად მატულობს. მეზობელ ქვეყანაში ვიცით უკვე, რომ გავრცელდა. საქართველო დედამიწაზეა, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის რისკი, საქართველოსაც ეს რისკი აქვს და მატულობს.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების ასარიდებლად ირანთან ფრენები შეზღუდა. მათი თქმით, ამ ეტაპზე გადაადგილებისთვის რჩება სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდება მკაცრი შეზღუდვები. მათივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, არ გამორიცხავენ სახმელეთო გადაადგილების შეზღუდვასაც.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანიდან საქართველოში მგზავრების შემოყვანა შეჩერდება. თუმცა, ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ უკან დაბრუნება.

გაიგეთ მეტი: