ანას ბაღში ადგილობრივი მოსახლეობა აქტივისტებთან ერთად ხეების დარგვას ცდილობს. მას შემდეგ, რაც ანა ბაღის ტერიტორიაზე, დღეს, 24 თებერვალს, სამშენბლო კომპანიის წარმომადგენლებმა პარტიზანულად მოწყობილი სკვერი დაშალეს, ადგილობრივებმა გადაწყვიტეს, რომ იგი კვლავ აღედგინათ.

22 თებერვალს ადგილობრივი მოსახლეობამ, რომელიც რამდენიმე თვეა ანას ბაღის გადასარჩენად იბრძვის, აქტივისტებთან ერთად სკვერი პარტიზანულად გააშენეს. მათ ასფალტის საფარი დაამტვრიეს და მცენარეები დარგეს.

დღეს დილით კი კორპუსის მშენებელმა კომპანიამ პარტიზანულად მოწყობილი დასასვენებელი სივრცე მოშალა. მაშინ, როცა მოქალაქეები ანას ბაღის დაცვას ცდილობენ, მერი ირწმუნება, რომ იქ კორპუსი არ აშენდება.

ანას ბაღის დასაცავად მოსახლეობა აქციას რამდენიმე თვეა მართავს. მათ უნდათ, რომ 10 სართულიანი კორპუსი არ აშენდეს, რადგან პარკის არსებობას საფრთხის წინაშე აყენებს