ცნობილი ამერიკელი კინოპროდიუსერი, ჰარვი ვაინშტაინი ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ გაუპატიურებას და სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო. საქმის ბოლო ინსტანცია ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოში განიხილებოდა და ხუთდღიანი მსჯელობის შემდგედ ნაფიცმა მსაჯულებმა ვაინშტაინი ხუთიდან ორი პუნქტში დამნაშავედ მიიჩნიეს.

როგორც BBC წერს, 67 წლის ვაინშტაინს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ვაინშტაინის მიერ კიდევ ორი ქალზე სექსუალური ძალადობის საქმის ლოს-ანჯელესის სასამართლოშიც მიმდინარეობს.

ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წლის ბოლო ის არაერთმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, რამაც #MeToo მოძრაობას საფუძველი ჩაუყარა. ათობით ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში, თავდასხმასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

ამ მოვლენას მოჰყვა განხილვა ორმხრივი თანხმობის მნიშვნელობაზე. ტვიტერზე გამოჩნდა ჰეშთეგი Me Too (#MeToo = მეც) და ინტერნეტი სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დაუგეგმავმა კამპანიამ მოიცვა. ორი მარტივი სიტყვით ქალები საკუთარ უარყოფით გამოცდილებაზე საჯაროდ წერდნენ. #MeToo ძალადობის წინააღმდეგ ქალების ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.