ანა ბაღის ტერიტორიაზე, სადაც დღეს სამშენბლო კომპანიის წარმომადგენლებმა პარტიზანულად მოწყობილი სკვერი დაშალეს, აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი აპირებენ, რომ სკვერი კვლავ აღადგინონ.

რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა. რა დროსაც მოქალაქეები და კომპანიის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქეებმა სცადეს იმ ძელების ამოღება, რომელზეც რამდენიმე საათის წინ კომპანიის წარმომადგენლებმა ღობე შემოარტყეს.

ერთ-ერთი მოქალაქის მიმართ, სავარაუდოდ, სამშენებელო კომპანიის წარმომადგენლის მხრიდან გინებაც ისმოდა.

22 თებერვალს ადგილობრივი მოსახლეობამ, რომელიც რამდენიმე თვეა ანას ბაღის გადასარჩენად იბრძვის, აქტივისტებთან ერთად სკვერი პარტიზანულად გააშენეს. მათ ასფალტის საფარი დაამტვრიეს და მცენარეები დარგეს.

ორშაბათს დილით კი კორპუსის მშენებელმა კომპანიამ პარტიზანულად მოწყობილი დასასვენებელი სივრცე მოშალა. მაშინ, როცა მოქალაქეები ანას ბაღის დაცვას ცდილობენ, მერი ირწმუნება, რომ იქ კორპუსი არ აშენდება.

ანას ბაღის დასაცავად მოსახლეობა აქციას რამდენიმე თვეა მართავს. მათ უნდათ, რომ 10 სართულიანი კორპუსი არ აშენდეს, რადგან პარკის არსებობას საფრთხის წინაშე აყენებს