მამუკა მდინარაძის აზრით, ოპოზიციის ჭირვეულობის დამთავრებამდე ცოტა დრო რჩება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კონსტიტუციაში საარჩევნო ცვლილებების შესატანად ცოტა დრო რჩება და ამით ოპოზიციის "ჭირვეულობაც" დასრულდება. მისი თქმით, მოლაპარაკების რესურსი არსებობს და როდესაც კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისთვის დროის ამოწურვა მოახლოვდება, ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდება.
"რეალურად, მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენ კომპრომისული ვარიანტი დავდეთ. მათ სხვადასხვა საბაბის გამოყენებით, საერთოდ დატოვეს მოლაპარაკების მაგიდა. ახლა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მოგვიწოდებენ, რომ დავუბრუნდეთ მოლაპარაკებებს. დიახ, ჩვენ ამ მოწოდებას ვუერთდებით და მოვუწოდებთ. მგონია მაინც, რომ რაც უფრო ცოტა დრო რჩება იმისათვის, რომ ცვლილებები შევიდეს კონსტიტუციაში, მით უფრო მეტია შანსი, რომ მოლაპარაკებების მაგიდას მართლაც დაუბრუნდნენ. ოპოზიციის ეს ჭირვეულობა, ჩემი აზრით, დამთავრდება", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პირობა არ შეასრულა და ქართული ოცნების ე.წ. აჯანყებულმა დეპუტატებმა ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საერთო პროტესტი დაიწყო. დაპირისპირებული ოპოზიციური ჯგუფები ერთი მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდნენ — ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემითა და ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარება.
პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დიპლომატების მედიატორობით მოლაპარაკებების ფორმატი დაიწყო. მოლაპარეკებათა ოთხი რაუნდი უკვე გაიმართა. მმართველი გუნდი ოპონენტებს ახალ სამოქმედო გეგმას სთავაზობს. საუბარია იმაზე, რომ პარლამენტში პროპორციული წესით 100 დეპუტატი აირჩიონ, ნაცვლად 77-სა. ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დაააკავეს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეყწდა. 18 თებერვალს, ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებთან ცალ-ცალკე მოლაპარაკებებს განიხილავს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები