ანას ბაღის დამცველები სკვერის პარტიზანულად აშენებას ისევ გეგმავენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, დღეს, 24 თებერვალს უფრო დიდი სკვერის მოწყობას აპირებენ.

"საქმე აღარ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ სკვერს, ერთ კონკრეტულ უბანს ან ქალაქს ეს უკვე სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხია. მოგიწოდებთ ყველას, მოდით ვანახოთ ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა. 20:00 საათზე ანას ბაღში აღვადგინოთ სკვერი და სამართლიანობა", — ნათქვამია განცხადებაში.

22 თებერვალს ადგილობრივი მოსახლეობამ, რომელიც რამდენიმე თვეა ანას ბაღის გადასარჩენად იბრძვის, აქტივისტებთან ერთად სკვერი პარტიზანულად გააშენეს. მათ ასფალტის საფარი დაამტვრიეს და მცენარეები დარგეს.

ორშაბათს დილით კი კორპუსის მშენებელმა კომპანიამ პარტიზანულად მოწყობილი დასასვენებელი სივრცე მოშალა. მაშინ, როცა მოქალაქეები ანას ბაღის დაცვას ცდილობენ, მერი ირწმუნება, რომ იქ კორპუსი არ აშენდება.

ანას ბაღის დასაცავად მოსახლეობა აქციას რამდენიმე თვეა მართავს. მათ უნდათ, რომ 10 სართულიანი კორპუსი არ აშენდეს, რადგან პარკის არსებობას საფრთხის წინაშე აყენებს