"ანას ბაღის გადასარჩენად" შეკრებილ 10-მდე ადამიანს თბილისის მერიის შენობაში არ უშვებენ. მოქალაქეებს საჯარო სივრცეში მოხვედრას მერიის უსაფრთხოების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უშლიან.

On.ge შეზღუდვებთან დაკავშირებით თბილისის მერიის პრესსამსახურისგან პასუხს ელოდება.

თბილისის მერიასთან აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ანას ბაღთან კორპუსის მშენებელმა კომპანიამ პარტიზანულად მოწყობილი დასასვენებელი სივრცე მოშალა. მაშინ, როცა მოქალაქეები ანას ბაღის დაცვას ცდილობენ, მერი ირწმუნება, რომ იქ კორპუსი არ აშენდება.

22 თებერვალს ადგილობრივი მოსახლეობამ, რომელიც რამდენიმე თვეა ანას ბაღის გადასარჩენად იბრძვის, აქტივისტებთან ერთად სკვერი პარტიზანულად გააშენეს. მათ ასფალტის საფარი დაამტვრიეს და მცენარეები დარგეს.

ანას ბაღის დასაცავად მოსახლეობა აქციას რამდენიმე თვეა მართავს. მათ უნდათ, რომ 10 სართულიანი კორპუსი არ აშენდეს, რადგან პარკის არსებობას საფრთხის წინაშე აყენებს