თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის იარაღი ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, რათა დადგინდეს ნამდვილად ცეცხლსასროლია თუ არა ის.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 36-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობ და ისჯება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.