ბათუმში სანაპიროები სამართავად სასტუმროებს გადაეცემათ. გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერიაში უკვე მიიღეს და ახლა საკრებულოს თანხმობაა საჭირო. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის მაუწყებელმა გაავრცელა.

"ვინაიდან ეს არის მაღალი დონის ბრენდული სასტუმროები, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მათ ინტერესებში იქნება ამ პლაჟების, თავის წინ არსებული ტერიტორიის, მაღალ დონეზე მოწყობა. როგორც გამოყენების თვალსაზრისით, ასევე იმ ობიექტების განთავსების თვალსაზრისით, რომელზეც ნება ექნებათ დართული", — აცხადებს ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე.

მისი თქმით, სასტუმროებთან დაიდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებას შეეძლება ყველა იმ სერვისით სარგებლობა, რომელიც პლაჟებზე იქნება.