კორონავირუსის გამო სამხრეთ კორეამ საგანგებო რეჟიმის უმაღლესი დონე გამოაცხადა. BBC-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, სამხრეთ კორეა სერიოზულ პრობლემას შეეჩეხა და მომდევნო რამდენიმე დღე გახდება გადამწყვეტი ამ აფეთქებასთან საბრძოლველად.

ბოლო მონაცემებით სამხრეთ კორეაში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირებულია 600.

ბოლო დღეებში კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება იტალიასა და ირანში. ამ მიზეზით ირანთან საზღვრები ჩაკეტა თურქეთმა, სომხეთმა და პაკისტანმა, საქართველომ კი ქვეყანასთან ფრენები შეზღუდა.