23 თებერვალს ფეხბურთში საქართველოს სუპერთასი 2020 გათამაშდა. ერთმანეთს საქართველოს 2019 წლის ჩემპიონი დინამო თბილისი და საქართველოს თასის 2019 წლის მფლობელი საბურთალო შეხვდნენ. ფინალი საბურთალოს ფეხბურთელებმა მოიგეს.

23 თებერვალს საქართველოში იუნკერების ხსოვნის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით დინამო თბილისმა ქვეყნის თავისუფლებისთვის თავგანწირულ გმირებს სიმბოლური ჟესტით პატივი მიაგო

სუპერთასის მატჩზე მათ შავი ფერის სათამაშო ფორმით იასპარეზეს, რომელსაც გულზე იუნკერთა სახელები ჰქონდა დატანილი.

"ამ ჟესტით ჩვენი კლუბი კიდევ ერთხელ ქედს იხრის სამშობლოსთვის თავდადებული გმირების წინაშე", — ამბობენ დინამო თბილისში.

ამავე თემაზე: