Better Call Saul ამერიკული ტელეარხის AMC-ის ეკრანზე დღეს ღამით ბრუნდება. მეხუთე სეზონი უახლოვდება იმ მოვლენებს, რომელიც პოპულარულ სერიალში Breaking Bad გვაქვს ნანახი.

როგორც წინა სეზონის შავ-თეთრ კადრებში ვნახეთ, ჯიმი მაკგილი, რომლის როლსაც ბობ ოდენკირკი ასრულებს, ახალი ფსევდონიმის — სოლ გუდმენის გამოყენებას იწყებს. მისი ურთიერთობა ინგრევა ადვოკატ კიმ ვექსლერთან (რი სიჰორნი).

ფოტო: AMC

ნახეთ ტრეილერი:

სერიალში უხვად უნდა ველოდოთ კადრებს მაიკის, ნაჩოსა და გასის მონაწილეობით. ახალ სეზონში სერიალში გადმოინაცვლებს Breaking Bad-ის პერსონაჟი ჰენკ შრეიდერი, რომელიც ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროში მუშაობს.

მთავარი კითხვა, რაც ყველას აწუხებს, ვოლტერ ვაითის გარშემო ტრიალებს, თუმცა წინასწარ უნდა იცოდეთ, რომ Better Call Saul-ის მეხუთე სეზონში ჰეიზენბერგის ნახვის იმედი არ უნდა გქონდეთ. სერიალი მეექვსე სეზონით 2021 წელს დასრულდება.

AMC-ზე დღეს ასევე გამოვა The Walking Dead-ის მეათე სეზონის ფინალური ეპიზოდი, ასე რომ, სერიალების მოყვარულებს წინ დაძაბული კვირა აქვთ.

ამავე თემაზე: