კალიფორნიის უდაბნოში ავარიული დაშვებისას 64 წლის მაიკ ჰიუ, ზედმეტსახელად "შეშლილი მაიკი" დაიღუპა, რომელიც კოსმოსში საკუთარი თავის გაშვებას ორთქლის ხელნაკეთი რაკეტით ცდილობდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ფრინდება რაკეტა პლატფორმიდან, გარკვეული სიმაღლის მიღწევის შემდეგ კი ის უკან მიწაზე ვარდება.

მაიკ ჰიუ ბრტყელი დედამიწის თეორიის ცნობილი მომხრე იყო და სჯეროდა, რომ დედამიწა ბრტყელ დისკს წარმოადგენდა.

ფოტო: James Quigg / AP

როგორც ცნობილია, რაკეტის გაშვებას Science Channel-ის ახალი სატელევიზიო შოუს, Homemade Astronauts-ის ფარგლებში იღებდნენ, რომელიც რაკეტების მოყვარულ მშენებლებს ეძღვნება.

"კოსმოსში გაფრენა მაიკის ოცნება იყო და ჩვენ იქ ვიყავით, რათა მისი თავგადასავალი აღგვებეჭდა", — ნათქვამია Science Channel-ის მიერ გავრცელებულ ტვიტში.

Space.com-ის მიხედვით, პარტნიორ უალდო სტეიკის დახმარებით მაიკ ჰიუ მის მიერვე დამზადებული ორთქლის რაკეტით 1 525 მეტრის სიმაღლეზე აფრენას გეგმავდა.

ვიდეოში ჩანს, როგორ ძვრება გაშვებიდან რადენიმე წამში პარაშუტი რაკეტას.

მაიკი საერთაშორისო პრესაში ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც განაცხადა, რომ მას ბრტყელი დედამიწის თეორიის დამტკიცება სურდა.

2019 წლის მარტში ჰიუმ საკუთარი რაკეტით 570 მეტრის სიმაღლეზე აფრენა შეძლო, შემდეგ კი დედამიწაზე პარაშუტით დაეშვა.