ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაცია ოკუპირებულ სოფელ ხურვალეთში ჩავიდა და ადგილობრივებს შეხვდა. ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტმა, ანდერს კნაპემ განაცხადა, რომ საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები მიუღებელია და სიტუაცია აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

"ის , რომ ერთი ქვეყანა მეორის ოკუპირებას ახდენს, უკანონობაა, რომელიც უნდა დასრულდეს. ამისთვის აუციელებელია დისკუსია...

ადგილობრივები არიან მსხვერპლი. ამ ყველაფერს ადამიანების სიცოცხლე ეწირება", — განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარე კონფლიქტის გამო საერთაშორისო საზოგადოება მეტ ყურადღებას აქცევს სირიასა და ირანს და საქართველოსა და უკრაინის პრობლემები სათანადოდ არ განიხილება. მისივე თქმით, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს.

ანდრეს კნაპე ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რომელიც ქართულმა მხარემ, როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ქვეყანამ, მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმა. კნაპე კონგრესის გენერალურ მდივან ანდრეასა კიფერთან ერთად მთავრობის წევრებსაც შეხვდება. ვიზიტი 22-დან 25 თებერვლამდე გრძელდება.