ჭამა, ლაპარაკი, დაკვრა შეწყვიტა — გრეტა თუნბერგის დედა შვილის დეპრესიას იხსენებს
გრეტა თუნბერგის დედა, ოპერის მომღერალი მალენა ერნმანი შვილის დეპრესიაზე, კვებით აშლილობასა და აუტიზმზე საუბრობს. ოჯახმა საერთო წიგნი გამოსცა, Thunberg Family (თუნბერგების ოჯახი), რომელშიც შვედი მშობლები სხვადასხვა საკითხს განიხილავენ.
თუნბერგი ახლა 17 წლისაა და ერთ დროს ჩუმი გოგო კლიმატის ცვლილებების ყველაზე ხმამაღალი აქტივისტია.
მალენა ერნმანი იხსენებს, რომ მის 11 წლის შვილმა ამ ასაკში ქცევები შეცვალა:
"ის ნელ-ნელა ქრებოდა უცნაურ სიბნელეში", — ამბობს ის და ყვება, რომ გრეტას სიტუაციის გადალახვაში აქტივიზმი დაეხმარა:
"ის აღარ უკრავდა პიანინოზე, აღარ იცნოდა, აღარ ლაპარაკობდა და აღარ ჭამდა. მისი მენიუ მინიმალური ოდენობის ბრინჯისგან, ავოკადოსგან და მაკარონისგან შედგებოდა".
ორ თვეში 11 წლის გრეტამ წონაში 10 კილოგრამი დაიკლო. მკურნალობის შემდეგ კი სკოლაში დაბრუნდა. გრეტას მამა, მწერალი და მსახიობი სვანტე თუნბერგი წერს, რომ მისი შვილი სკოლაში ბულინგის მსხვერპლი გახდა:
"სკოლაში არ შეეძლოთ მისი გაგება, ჩათვალეს, რომ მისი პრობლემები გრეტას ბრალი იყო".
წონის აღდგენის შემდეგ, გრეტა ფსიქოთერაპევტთან მიიყვანეს. კონსულტაციების შემდეგ მას მაღალფუნქციური აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს, რომელსაც მამა ასპერგერის სინდრომად აღწერს.
სწორედ ამ პერიოდში აჩვენეს სკოლაში ფილმი ოკეანეების დაბინძურებაზე, რამაც კლიმატის ცვლილებებით გრეტას დაინტერესებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. წიგნის მიხედვით, წყნარი ოკეანის პლასტმასით დაბინძურებაზე ფილმს მოსწავლეებზე დიდი გავლენა არ ჰქონია და იმ დღეს გრეტამ პირველად იგრძნო, რას ნიშნავდა, როცა პრობლემას ყურადღებას არ აქცევდნენ.
2018 წლის ზაფხულში გრეტამ პირველად გააპროტესტა კლიმატის ცვლილებები და შვედეთის პრემიერმინისტრის ოფისის წინ შინ გაკეთებული პლაკატით გამოჩნდა. მამის თქმით, ის მის სახლში დაბრუნებას ცდილობდა, რადგან იცოდა გრეტას ემოციური მდგომარეობის შესახებ, თუმცა ის უარზე იყო. მამა კი ხედავდა, რომ სხვა თანამოაზრეებთან გატარებულ დროს მასზე დიდი ეფექტი ჰქონდა:
"აქციის მესამე დღეს ერთ-ერთმა გარემოსდამცველმა გრეტას ვეგანური ტაილანდური ნუდლსი შესთავაზა. გრეტამ ჭამა მაშინ დაიწყო, როცა არავინ აქცევდა ყურადღებას, მან კი მთელი ულუფა მიირთვა".
2019 წლის ბოლოს, ჟურნალმა TIME-მა გრეტა თუნბერგი წლის ადამიანად დაასახელა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
კომენტარები