შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით კაცი დააკავეს. მათი განცხადებით, კაცი ცოლსა და არასრულწლოვან შვილს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ასევე, ცოლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, ასევე, სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.