ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც რამდენიმე თვეა ანას ბაღის გადასარჩენად იბრძვის, აქტივისტებთან ერთად პარტიზანულად აშენებს სკვერს.

ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი / On.ge

ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი / On.ge

ისინი ამტვრევენ ბეტონის საფარს და რგავენ მცენარეებს.

ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი / On.ge

გარდა ამისა, ისინი ამაგრებენ სკამებსა და საქანელებს. სკვერის მოწყობის პროცესში ჩართული არიან ბავშვებიც.

ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი / On.ge

ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი / On.ge

პარტიზანი მებაღის, ნატა ფერაძის განცხადებით, პარკის მოწყობა 3 000 ლარი დაჯდა, რაც გაცილებით ნაკლებია იმ თანხასთან შედარებით, რასაც მერია ხარჯავს მსგავსი სივრცეების მოსაწყობად.

თვალი ადევნეთ On.ge-ს პირდაპირ ეთერს ადგილიდან.

ანას ბაღის დასაცავად მოსახლეობა აქციას რამდენიმე თვეა მართავს. მათ უნდათ, რომ 10 სართულიანი კორპუსი არ აშენდეს, რადგან პარკის არსებობას საფრთხის წინაშე აყენებს.