დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ირანში კორონავირუსის გავრცელების გამო სახელმწიფომ სპეციალური ზომებს მიიღებს. მისი განმარტებით, ირანში ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულდება და ამ ქვეყანასთან ინტენსიური მიმოსვლა გვაქვს, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია იგულისხმება თუ არა საზღვრის ჩაკეტვა.

"სახელწმიფო უკვე იღებს შესაბამის ზომებს. გუშინ და დღეს მიმდინარეობს ინტენსიური შიდა კონსულტაციები სახელმწიფო კომისიის დონეზე, თუ რა ღონისძიებები უნდა გაატაროს ქვეყანამ...

მოგეხსენებათ ირანთან ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ტურისტული და ბიზნესურთიერთობები. ამიტომ, ამ თვალსაზრისით არის ძალიან ბევრი საკითხი დასაზუსტებელი ", — განაცხადა მან ტელეკომპანია პირველის ეთერში.

მისივე თქმით, ირანიდან ჩამოსულ სამ პირს კორონავირუსის ინფექცია არ დაუდგინდა.