დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ირანიდან ჩამოსულ 3 პირს კორონავირუსის ინფექცია არ დაუდგინდა. მისი თქმით, ინფექციური საავადმყოფო მიიღებს გადაწყვეტილებას მათი შემდგომი მართვის შესახებ.

ირანში კორონავირუსით გარდაცვალების 5 შემთხვევა დაფიქსირდა. გამყრელიძის განცხადებით, ირანში კორონავირუსი გავრცელების გამო სახელმწიფომ, შესაძლოა, შესაბამისი ზომები მიიღოს, რადგან ირანთან ყოველდღიურად აქტიური მიმოსვლა გვაქვს.