დაბეგვილ, ნაცემ ქალაქს ამ იმედსაც რომ წაართმევ, უზნეო ხარ — წულაია ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვაზე
ქუთაისის პარლამენტის შენობის შენარჩუნების მოთხოვნით გამართულ აქციაზე თავისუფალი საქართველოს წევრმა, გოგი წულაიამ განაცხადა, რომ შენობის გაყიდვა ქალაქისთვის ბოლო იმედის წართმევაა.
"ისედაც მომაკვდავ, დაბეგვილ, ნაცემ ქალაქს ამ იმედსაც რომ წაართმევ, ხარ უზნეო და ფეხებზე გკიდია საერთოდ რეგიონები, ქალაქები და ა.შ", — განაცხადა მან ჟურნალისტებთან.
აქციაზე შეკრებილების აზრით, პარლამენტის დედაქალაქში გადასვლამ ისეც წაართვა ქალაქს განვითარების პერსპექტივა, შენობის გაყიდვა კი ამ შანსებს საერთოდ მოსპობს.
შენობის გაყიდვა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დააანონსა. მისი თქმით, ქუთაისი საგანმანათლებლო ცენტრი გახდება, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის უფრო მეტი იქნება, ვიდრე პარლამენტი.
"პარლამენტის არსებულ შენობას ექნება თავისი დატვირთვა. მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა", — განაცხადა გახარიამ.
2018 წელს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფომაცია, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მომსახურების ცენტრის ანალოგის განთავსებას გეგმავდა.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ პარლამენტის ყოფილ შენობაში საკონფერენციო ცენტრი უნდა მოწყობილიყო.
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
კომენტარები