ჟენევაში მაღალი დონის შეხვედრებზე ზალკალიანი გენდერულ თანასწორობასა და ადამიანის უფლებებზე ისაუბრებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23-25 თებერვალს დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე, ასევე, ევროკავშირის ინიციატივით დაგეგმილ პანელზე — Good Human Rights Stories about Women Empowerment and Gender Equality.
უწყების განცხადებით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სეგმენტზე მინისტრი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ურთულეს გარემოს. თუმცა, უცნობია რაზე ისაუბრებს ზალკალიანი გენდერული თანასწორობის საკითხისადმი მიძღვნილ პანელზე.
უწყებაში ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ საქართველო ერთ-ერთია მსოფლიოს 15 სახელმწიფოს შორის, რომლებიც ევროკავშირმა გაეროსთან ერთად ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მსოფლიოს საუკეთესო მაგალითებში შეიყვანა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი მიშელ ბაშელე, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებების საკითხებში ემონ გილმორი, ნორვეგიის, ინდონეზიის, კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა.
გარდა ამისა, მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. კერძოდ: გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერესთან, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორთან ფრენსის გარისთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან ფილიპო გრანდისთან, ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან ელიზაბეთ ტიჩი-ფისლბერგერთან. მინისტრი ასევე შეხვდება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პეკკა ჰაავისტოს, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ენ ლინდეს და მალდივების საგარეო საქმეთა მინისტრს აბდულა შაჰიდს.
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
კომენტარები