შეიძლება Supreme-ს საზოგადოების დიდი ნაწილი მაისურებით, ჰუდებითა და ჩანთებით იცნობს, თუმცა რეალურად, Supreme-ს აქსესუარების წარმოუდგენლად ფართო არჩევანი აქვს: კალათბურთის ბურთი, მათარა, ბეისბოლის ხელთათმანები, ჩაქუჩი, ცეცხლმაქრი, ცხოველების საჭმლის ჯამი და კიდევ ათასი რამ. 2016 წელს ბრენდმა ლოგოიანი აგურიც კი გამოუშვა, რომელიც eBay-ზე 1 000 დოლარად იყიდებოდა.

ფოტო: Supreme

2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის პროდუქციაში კი Supreme-სა და Oreo-ს პარტნიორობის შედეგად შექმნილი წითელი, ლოგოიანი ორცხობილები მოხვდა. თავიდან 3-ორცხობილიანი შეკვრის ფასი 8 დოლარი იყო, თუმცა ამჟამად eBay-ზე მისი ყიდვა $15 000-ად შეგიძლიათ.

როგორც წესი, აშშ-ში ორეოს სტანდარტული 36-ორცხობილიანი შეკვრა $3,99 ღირს.

რას ფიქრობთ იმ ადამიანებზე, ვინც მზადაა, 3 წითელ ორცხობილაში $15 000 გადაიხადოს?