პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მის საცხოვრებელ სახლთანაც ყოფილა შემოჭრები, თუმცა ამაში ოპოზიცია არასდროს დაუდანაშაულებია. პრემიერი ოპოზიციონერების სახლებთან და რესტორნებთან ახალგაზრდების მიერ აქციების გამართვას გამოეხმაურა.

"თქვენ კითხვას სვამთ და ამ კითხვას პასუხობთ, ორგანიზებული ხელისუფლების მიერ. ჩემს საცხოვრებელ სახლთანაც მომხდარა ხშირად მსგავსი შემოჭრები, საცხოვრებელ სივრცეში, ჩემი მშობლების, მოხუცებული მშობლების. არასდროს, აზრად არ მომსვლია, გამეკეთებინა დასკვნა, რომ ეს ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული", — აღნიშნა გახარიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული თემა გამოძიების საქმეა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერების გამო ევროპული საქართველოს ოფისთან ქართული ოცნების აქტივისტებმა აქციას გამართეს და ელენე ხოშტარიასგან დეპუტატის მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. მათ პარტიის ოფისის შენობაზე სტიკერები გააკრეს წარწერით: "თქვენი ევროპული საქართველო უდრის თქვენს საბჭოთა საქართველოს". როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, ისინი არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.