ოზურგეთის მერიამ გადაწყვიტა, რომ ქალებს 8 მარტს მიქსერები აჩუქოს. იმის მიუხედავად, რომ ტექნიკის შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადდა, მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ეს ფაქტი On.ge-სთან საუბრისას უარყო.

On.ge-ს სურდა მერისთვის ეკითხა, მსგავსი საჩუქრები ხო არ გააუარესებდა ქალთა უფლებრივ მდგომარეობას, თუმცა შარაშენიძემ იმ მოტივით, რომ არ ეცალა, საუბარი შეწყვიტა.

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა, როცა მსოფლიოში უფლებადამცველები საზოგადოების ინფორმირებისთვის იყენებენ. ოზურგეთის მერიამ ამ დღისთვის 11 460 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, სადაც მოსაწვევების დაბეჭდა, მიქსერებისა და ნამცხვრების ყიდვაა გათვალისწინებული.