ევროპული ტურნე, რომელიც დღეს, 21 თებერვალს იწყებოდა, ლანა დელ რეიმ ხმის დაკარგვის გამო გააუქმა. ამის შესახებ მუსიკოსმა BBC-ის გუშინ აცნობა:

"ბოდიშს ვუხდი ყველას ბოლო წუთს გაუქმებული კონცერტისთვის, მაგრამ ავადმყოფობა მოულოდნელი იყო. მთლიანად დავკარგე სასიმღერო ტემბრი და ხმა. ექიმმა მირჩია, რომ 4 კვირის განმავლობაში დამესვენა. საშინლად ვგრძნობ თავს რომ იმედი გაგიცრუეთ, მაგრამ ახლა გამოჯანმრთელება მჭირდება. მიყვარხართ".

ლანას ტურნე ამსტერდამიდან იწყებოდა, შემდეგ ის დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში გამართავდა კონცერტს და ამის შემდეგ ბერლინში, პარიზსა და სხვა ქალაქებში გადაინაცვლებდა.

ჯერჯერობით უცნობია, განაახლებს თუ არა ლანა დელ რეი კონცერტებს გაუქმებულ ლოკაციებზე. გრემიზე წლის ალბომად ნომინირებული Norman Fucking Rockwell!-ის მხარდასაჭერი ტურნე 21 სექტემბერს ნიუ-იორკში დაიწყო.