ნაცები შიგნიდან გვიტევდნენ, რუსები — გარედან — მამუკა მდინარაძე კიბერშეტევაზე საუბრისას
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე რუსეთის მხრიდან თავდასხმების და ოპოზიციის გააქტიურების დროში თანხვედრას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ოპოზიცია რუსულ საქმეს აკეთებს. მისი თქმით, რუსებისა და ნაციონალური მოძრაობის ერთდროულად "შემოტევების ფორმულა" ლაგდება.
"ნაცები გვიტევდნენ შიგნით, რუსები გვიტევენ გარედან და ეს ფორმულა ლაგდება. ფაქტი ერთ მხარეს არის, მათი ეს პროდასავლური რიტორიკა რჩება გვერდზე, როდესაც რეალურად ვხედავთ, რომ ისინი რუსულ საქმეს აკეთებენ ხოლმე. ამ დროს ემთხვევა რუსეთის მხრიდან გარედან შემოტევები. შეგიძლიათ გაიხსენოთ იმ პერიოდში რა რიტორიკას ჰქონდა მათი მხრიდან ადგილი, რას ამბობდნენ ამ კიბერშეტევაზე და რეალურად რა დადგინდა გამოძიების მხრიდან", — განუცხადა იმედს მდინარაძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გაირკვა, რომ კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.
2019 წლის 28 ოქტომბერს ერთდროულად 15 ათასზე მეტი ვებგვერდი დაიჰაკა. კიბერთავდასხმის მსხვერპლი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები გახდა. მაშინ ვებგვერდებზე გამოჩნდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით "I'll Be Back".
გაიგეთ მეტი:
- ვგმობთ და პირობას ვდებთ, მხარს დაგიჭერთ მავნე კიბერაქტორებთან ბრძოლაში — აშშ-ის საელჩო რუსულ კიბერთავდასხმაზე
- მაიკ პომპეო: საქართველოსთან ერთად ვგმობთ რუსეთის კიბერშეტევას
- ვიზიარებთ შეშფოთებას საქართველოზე განხორციელებული რუსული კიბერთავდასხმის გამო — დანია
- ლიეტუვა მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მავნე კიბერაქტივობა
- რუსეთის საქციელი არ შეესაბამება პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს ქცევას — ნიდერლანდები კიბერთავდასხმაზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები