საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია გერმანიაში ელჩად დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ელჩად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია იზორიამ 27 იანვარს გაავრცელა. მისი თქმით, ამ წინადადებას სიამოვნებით დათანხმდა.

იზორიას გარდა საგარეო უწყებამ კიდევ ორი ახალი ელჩი დანიშნა. დიდ ბრიტანეთში ელჩად ქართული ოცნებიდან წასული სოფიო ქაცარავა დანიშნეს, საბერძნეთის რესპუბლიკაში კი დავით დონდუა.

განახლებული მთავრობის პირობებში ლევან იზორია უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა. ლევან იზორიამ თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელი შეცვალა. ის ამ თანამდებობას 2016 წლის პირველი აგვისტოდან იკავებდა.