ქართული ოცნებიდან წამოსული სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთს ელჩად დანიშნეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გარდა ამისა, გერმანიაში ელჩად დაინიშნა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია და საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩად დავით დონდუა.

ქაცარავა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მმართველი გუნდი და საპარლამენტო მანდატი მან მას შემდეგ დატოვა, რაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ქაცარავა იყო საქართველოს პარლამენტში გაერთიანებულ სამეფოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე გაერთიანებულ სამეფოსთან უორდროპის სტრატეგიული დიალოგის საპარლამენტო მიმართულების ხელმძღვანელი. მათივე განცხადებით, 1998 წლიდან 2016 წლამდე ის სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოში და 2016 წელს მიენიჭა დედოფალ ელისაბედ II-ის ჯილდო.