რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრეი რუდენკო რუსეთის მხრიდან საქართველოზე კიბერთავდასმას უარყოფს და ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებდა და არც აპირებს. რუდენკოს კომენტარს რუსული სააგენტო, რია ნოვოსტი ავრცელებს.

როგორც რუდენკო ამბობს, პასუხისმგებლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა რუსეთი კიბერშეტევაში მტკიცებულებების გარეშე დაადანაშაულა.

"ჩვენ ამ კომენტარს ვტოვებთ საქართველოს იმ წარმომადგენელთა სინდისზე, რომლებმაც ეს კომენტარი გააკეთეს. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს არანაირი სახით ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში ამა თუ იმ სახით", — განაცხადა რუდენკომ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გაირკვა, კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.

2019 წლის 28 ოქტომბერს ერთდროულად 15 ათასზე მეტი ვებგვერდი დაიჰაკა. კიბერთავდასხმის მსხვერპლი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები გახდა. მაშინ ვებგვერდებზე გამოჩნდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით "I'll Be Back".

გაიგეთ მეტი: