ყველასთვის ცნობილი პროგრამა Adobe Photoshop რამდენიმე დღის წინ 30 წლის გახდა.

იმის გასაგებად, თუ როგორ დაიწყო ფოტოების რედაქტორის ისტორია, უნდა ვიხილოთ თუ როგორ გამოიყურებდა 1968 წელს ფოტოშოპის 1.0 ვერსია. პროგრამა 1-ბიტიან Macintosh Plus-ზე მუშაობდა, რომელსაც 8MHz-იანი პროცესორი და 4MB-იანი ოპერატიული მეხსიერება ჰქონდა.

YouTube-ზე 2009 წელს მომხმარებელ j0han1-ის მიერ ატვირთულ ვიდეოში ფოტოშოპის სხვადასხვა ფუნქცია ჩანს. ვიდეო კი ორჯერაა აჩქარებული, რადგან 2009 წელს YouTube-ზე 10 წუთზე გრძელი ვიდეოების ატვირთვა შეუძლებელი იყო.

დღეს ფოტოებზე მანიპულაციისთვის Photoshop ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და ცნობილი პროგრამაა. სახალისოა ის ფაქტი, რომ ზემოთ მოცემულ ვიდეოში ნაჩვენები ფოტოშოპი ინტერფეისით თანამედროვე პროგრამისგან რადიკალურად არ განსხვავდება, თუმცა მისი შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნადაა შეცვლილი.

აქვე წარმოგიდგენთ ფოტოშოპის პირველი ვერსიის დემოს, სადაც პროგრამის შესაძლებლობებს მისი ერთ-ერთი თავდაპირველი დეველოპერი გვაცნობს.