Microsoft საკუთარი ოპერაციული სისტემის, Windows 10-ის ვიზუალურ მოდერნიზებაზე ზრუნავს და ახალ აიკონებს უშვებს. განახლებები მაიკროსფტის Fast Ring ტესტერებს დღეს მიუვიდათ.

განახლება შეეხო ვინდოუსში ჩაშენებული პროგრამების აიკონებს. ახალი ლოგოები მაიკროსოფტის Fluent Design სტილშია შესრულებული. კომპანიამ აიკონების განახლება დეკემბერში დაიწყო, რის შემდეგაც ასეულობით პროგრამის ვიზუალი უფრო ფერადი და თანამედროვე გახდა. კალკულატორი, Groove Music, ფილმები და ტელევიზია, მაღვიძარა და საათი, მეილი, ხმის ჩამწერი — ეს ის აპლიკაციებია, რომლებმაც განახლება პირველებმა მიიღეს.

სულ მალე კი ეს ცვლილებები ტესტირების ფაზას გაცდება და ახალი აიკონები ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება.