ნიდერლანდები აცხადებს, რომ რუსეთმა დაარღვია პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს ქცევის ნორმები, როდესაც საქართველოზე კიბერთავდასხმა განახორციელა. მათი თქმით, გააგრძელებენ კიბერსივრცის გაძლიერებას

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გაირკვა, კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.

2019 წლის 28 ოქტომბერს ერთდროულად 15 ათასზე მეტი ვებგვერდი დაიჰაკა. კიბერთავდასხმის მსხვერპლი პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდები გახდა. მაშინ ვებგვერდებზე გამოჩნდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით "I'll Be Back".

გაიგეთ მეტი: