საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს კოლეგიები უნდა დაკომპლექტდეს და თავჯდომარის მოადგილეები უნდა აირჩიონ. ამ წუთებში პლენუმის სხდომა მიმდინარეობს.

მედიისთვის უცნობია, თუ ვინ იქნებიან კოლეგიების თავჯდომარეობის კანდიდატები, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოლეგიებს მოსამართლე მერაბ ტურავა და თეიმურაზ ტუღუში უხელმძღვანელებენ, საკონსტიტუციო სასამართლო მდივნის თანამდებობას კი მოსამართლე ლალი ფაფიაშვილი დაიკავებს. იმისთვის, რომ მოსამართლეებმა ეს თანამდებობები დაიკავონ, პლენუმის 5 ხმა სჭირდებათ.

20 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თანმჯდომარე მოსამართლე ზაზა თავაძე გახდა. მას პლენუმის ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი.