ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ თუ ქართულ ოცნებაში პოლიტიკური ინტუიცია აქვთ, მაშინ გახარია პირველი უნდა "გადააგდონ".

"თუ ჭკუა შემორჩათ ქართულ ოცნებაში ვინმეს, რა თქმა უნდა, არჩევნებზე გახარიას პრემიერობით გასვლა, მათი მხრიდან კატასტროფა იქნება. იმიტომ, რომ იძირება ქართული ოცნება. როდესაც საჰაერო ბუშტი იძირება, ტვირთი უნდა გადმოაგდო. ყველაზე მძიმე და წონიანი ტვირთი არის გახარია და ალბათ, პირველი მას გადმოაგდებენ, თუკი აქვთ შემორჩენილი რაიმე ალღო ან პოლიტიკური ინტუიცია. თუ არადა, ჩვენთვის უკეთესია. ოპოზიციისთვის გახარია წინასაარჩევნოდ არის ბულკივით ნაჩუქარი", — განაცხადა რომან გოცირიძემ.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია უახლოეს პერიოდში პრემიერ მინისტრის პოსტს დატოვებს. მის შემცვლელად კი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს ასახელებენ.