"დარწმუნებული ხართ, რომ თამაშის გაგრძელება გსურთ?" — აზარტული თამაშების მოყვარულებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ონლაინ თამაშებს ევროპაბეთზე თამაშობენ, სწორედ ეს შეკითხვა შეაწყვეტინებთ თამაშს ზუსტად 2 საათის შემდეგ.

"დროის კონტროლი" — ეს ინოვაციური ჭკვიანი ტექნოლოგიაა და წარმატებითაა დანერგილი ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, მალტა, გერმანია და სხვა ქვეყნები. საქართველოში კი ის ევროპაბეთმა პირველმა დანერგა. მისი წყალობით, მოთამაშეს გარკვეული ხნის შემდეგ თავად ვებგვერდი ახსენებს იმას, რომ უკვე დიდი ხანია, თამაშობს და რომ უნდა დაფიქრდეს: სურს თუ არა თამაშის გაგრძელება.

მოწყობილობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია დანაკარგისა და მოგების გაანალიზებაა. დროის კონტროლი სწორედ დროისა და ფინანსების სწორად განკარგვას გულისხმობს. 2-საათიანი სესიის შემდეგ მოთამაშე ეკრანზე პოპ-აპ ბანერს ხედავს, სადაც ევროპაბეთის ვებგვერდზე გატარებული დრო და მოგება-წაგების ბალანსი წერია. ჭკვიანი ალგორითმი მოთამაშეებს აზარტული თამაშების უმთავრეს პრინციპსაც ახსენებს — "ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის"

ეს პრინციპი პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის დასაწყისში, 2019 წლის გაზაფხულზე გაჟღერდა. მაშინ ევროპაბეთის ბრენდ ამბასადორმა, ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ მომხმარებელს თამაშის ნამდვილი დანიშნულება შეახსენა — "ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის."

ფსიქოსარეაბილიტაციო დახმარება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში.

ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრში მოხვედრილი თამაშზე დამოკიდებული ადამიანები სრულფასოვან სარეაბილიტაციო კურსს სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ ევროპაბეთისგან სრული დაფინანსებით გაივლიან.

პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. პირველი მასშტაბური ნაბიჯი კომპანიის მხრიდან რეკლამის თვითრეგულირება გახდა, რომლის ფარგლებშიც ევროპაბეთმა გარე ბანერები სრულად ჩამოხსნა, ხოლო სხვა მედიასაშუალებებში კომუნიკაციის რეგულირება დაიწყო.

პასუხისმგებლიანი თამაშის მასშტაბური კამპანია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. რეკლამაში დაზოგილი თანხები ევროპაბეთს საშუალებას აძლევს, ბიუჯეტი CSR-პროექტებში გადაანაწილოს, რომელიც მიმართულია სპორტის, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების მიმართ. კამპანიის ფარგლებში ამოქმედდა ვებგვერდი responsible.ge, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ინოვაციური თუ კარგად გამოცდილი ტექნოლოგია და მეთოდი, რითაც ევროპაბეთის მომხმარებლები ისარგებლებენ.

პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის ეტაპობრივი დანერგვით კომპანია უზრუნველყოფს არამხოლოდ ცნობადობის ამაღლებასა და მომხმარებლის განათლებას ამ სფეროში, არამედ ისეთი ონლაინ ხელსაწყოების ამოქმედებას, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ევროპის წამყვანი გასართობი თამაშების კომპანიების პრაქტიკაში წარმატებით ფუნქციონირებს, რაშიც იგულისხმება ვიდეოვერიფიკაცია, თვითშეფასების ტესტი და სხვა ტიპის ხელსაწყოები.

ევროპაბეთი 4 წლის წინ მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის (17 ბრენდი 10 ქვეყანაში) მფლობელობაში. პასუხისმგებლიანი თამაშის ქართულ ბაზარზე დანერგვა BETSSON-ის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა. პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფცია გამყარებული უნდა იყოს ბიზნესპროცესებით და ამას საკმაოდ დიდი დროით, ასევე, ადამიანური რესურსი მოხმარდება. საქართველოში სათამაშო ბიზნესი განვითარებადია და თანმიმდევრული ცვლილებების, დასავლეთევროპულ ქვეყნებში უკვე დანერგილი პრაქტიკების გაზიარებას საჭიროებს.