პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია უახლოეს მომავალში მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ მთავრობაში ცვლილებები დაუგეგმავად ხდება.

"სამთავრობო ცვლილებები ყოველთვის დაუგეგმავად ხდება. რა ვერ დაიმახსოვრეთ?", — განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს. მის ერთ-ერთ შემცვლელად კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გიორგი ლილუაშვილს ასახელებენ.