ბელგიაში, ანტვერპენის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთი პატარა ქალაქის მეორეული ნივთების მაღაზიაში უცნაური ალბომი აღმოაჩინეს, რომელიც სავსე იყო ერთი ქალის ჰოლივუდის ვარსკვლავებთან გადაღებული ფოტოებით.

ამის შესახებ მაღაზიის ფეისბუქ გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნეს: სურდათ გაეგოთ, თუ ვინ იყო ეს უცნობი ქალი, რომელმაც, დიდი ალბათობით, 90-იან წლებში ჰოლივუდის ამდენ ცნობილ სახესთან ერთად იპოზიორა ფოტოკამერის წინ.

ფოტო: Benoit De Freine

სოციალურ ქსელებში დაწყებულ გამოძიებას უკვალოდ არ ჩაუვლია: აღმოჩნდა, რომ ეს "უცნობი ქალი" მარია ლეგლერია, რომელიც უცხოური პრესის ასოციაციის წევრი იყო. სწორედ ეს ორგანიზაცია ხელმძღვანელობს ოქროს გლობუსის დაჯილდოებას, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მის წევრს ამდენ კაშკაშა ვარსკვლავთან ჰქონდა გადაღებული ფოტო.

1. ბრიუს უილისი

ფოტო: Benoit De Freine

"წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ აღმოჩნდა ეს ალბომი ჩვენთან. ჩვენი მაღაზია ხშირად იღებს შემოწირულობებს, რომელთა გაყიდვითაც შემდეგ სოციალურად დაუცველ ადამიანებს ვეხმარებით. როგორც ჩანს, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს ალბომიც სხვა ნივთებთან ერთად ჩვენთან დაეტოვებინა", — აცხადებენ მეორეული ნივთების მაღაზია Opnieuw & Co-ში.

2. პატრიკ სტიუარტი

ფოტო: Benoit De Freine

როგორც გაირკვა, ფოტოებზე გამოსახული მარია ლეგლერი 2016 წელს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაღაზიის წარმომადგენლები მის შვილს დაუკავშირდნენ, რათა სურვილის შემთხვევაში, ეს ალბომი მისთვის დაებრუნებინათ.

3. ელაიჯა ვუდი

ფოტო: Benoit De Freine

4. კევინ ბეიკონი და ტომ ჰენკსი

ფოტო: Benoit De Freine

5. ჰარისონ ფორდი

ფოტო: Benoit De Freine

6. კიანუ რივზი

ფოტო: Benoit De Freine

7. ანჯელინა ჯოლი

ფოტო: Benoit De Freine

8. უილ სმიტი

ფოტო: Benoit De Freine

9. ნიკოლ კიდმანი და მაიკლ კიტონი

ფოტო: Benoit De Freine

10. სტივენ სპილბერგი

ფოტო: Benoit De Freine

11. დრიუ ბერიმორი

ფოტო: Benoit De Freine

12. ანტონიო ბანდერასი

ფოტო: Benoit De Freine

13. დენზელ ვაშინგტონი

ფოტო: Benoit De Freine

14. ჯეკ ნიკოლსონი

ფოტო: Benoit De Freine

15. ჰიუ გრანტი

ფოტო: Benoit De Freine

16. კევინ კოსტნერი

ფოტო: Benoit De Freine

17. ქეით უინსლეტი

ფოტო: Benoit De Freine

18. ტიმ როთი

ფოტო: Benoit De Freine

19. ნიკოლას ქეიჯი

ფოტო: Benoit De Freine

20. ჯონი დეპი და ჯულიეტ ლუისი

ფოტო: Benoit De Freine