აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შიდა გამოკითხვებით, საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ყველა კანდიდატს ამარცხებს, თუმცა "ყალბი" ახალი ამბების გამოკითხვებით მის დამარცხებას პროგნოზირებენ. ამის შესახებ ტრამპმა ტვიტერში დაწერა.

"რეალური შიდა გამოკითხვა აჩვენებს, რომ მე დემოკრატიული პარტიის ყველა კანდიდატს ვამარცხებ. ყალბი ახალი ამბების გამოკითხვები (როგორც ეს 2016 წელს იყო) აჩვენებს წაგებას ან ფრეს. 3 ნოემბერს დამტკიცდება, რომ მათი გამოკითხვები კორუმპირებულია ისევე, როგორც ყალბი ახალი ამბებია კორუმპირებული", — წერს დონალდ ტრამპი.

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები, წელს ნოემბერში გაიმართება.