Xiaomi Mi 10 გასულ კვირას გამოვიდა და მან კომპანიას უკვე 28 505 460 დოლარი მოუტანა. გაყიდვების პირველი ტალღა 55 წამში დასრულდა, რადგან ახალი სმარტფონის მარაგი ამოიწურა.

ჩვეულებრივი Mi 10-ის გარდა, Mi 10 Pro-მაც დაახლოებით $28 მილიონის მოგროვება შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ ჯამში დაახლოებით 33 000-დან 40 000-მდე სმარტფონი გაყიდა და ამისათვის მას ერთი წუთიც არ დასჭირვებია.

Xiaomi-ს არ უთქვამს თუ როდის განახლდება Mi 10-სა და Mi 10 Pro-ს გაყიდვები ჩინეთში, მაგრამ ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ კოპანიას მცირე შეფერხება ექნება.