მთავარი არხის ინფორმაციით, ზესტაფონში საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, ნუკრი რობაქიძეს "უბნის მაყურებელმა" სცემა. მათივე ინფორმაციით, პოლიციელი ტვნის შერყევის გამო საავადმყოფოშიც იწვა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას, პოლიციელთა მოთხოვნით, ზესტაფონის საავადმყოფოში არ ასაჯაროვებენ.

თავად ნუკრი რობაქიძე კი არხთან ინტერვიუში ცემის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ თოვლში დაეცა და ტვინის შერყევაც ამიტომ მიიღო. თუმცა, პოლიციელის ცოლი, ადასტურებს, რომ მის ქმარს "უსიამოვნება მოუვიდა".

მომხდარზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ, თუმცა ზესტაფონის პოლიციის განყოფილებაში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან კომენტარს ელოდება.