გირჩის ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ "ერთმანეთს მოსაზრებები გააგებინეს" და არ დარჩა შთაბეჭდილება, რომ "მაიმუნობდნენ". მისი თქმით, ლაპარაკს ალტერნატივა არ აქვს და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მოლაპარაკები რომელიმე მხარის წარმომადგენლის დაჭერის გამო წყდება, უნდა ისაუბრო იმაზე, თუ როგორ აღდგეს მოლაპარაკებები.

"დამიკავშირდა არჩილ თალაკვაძე და მითხრა, რომ მას ჩემთან შეხვედრა უნდოდა. არც კი მიფიქრია, რომ რამე პრობლემა შეიძლება იყო საუბარი. ჩვენი ინტერესები იყო საერთო, როგორ შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის დაბლა დაწევა. მან მოისმინა ჩემი აზრი და მე ვუთხარი, რაც იყო საჭირო. სულ ეს იყო... ყოველთვის ვამბობ, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებაში მივიღებ მონაწილეობას, სადაც სერიოზულობას დავინახავ, რომ არ მაიმუნობენ. მე ვარ პოლიტიკოსი და ეს მგონია სწორი ჩემი პროფესიის ადამიანისთვის", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ TV პირველის ეთერში.

მას შემდეგ, რაც ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დაააკავეს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეყწდა. თუმცა, გუშინ, 18 თებერვალს, ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებთან ცალ-ცალკე მოლაპარაკებებს განიხილავს.