ცოტა ხნის წინ, ბურგერ კინგმა, ახალ ზელანდიაში ცოტა არაორდინალური პროდუქტი წარადგინა — რეცეპტის მიხედვით, შიგთავსად ხორცის ნაცვლად ფრი არის წარმოდგენილი.

სიტუაცია ხელიდან არ გაუშვია ვენდისს, რომელმაც დიდი ხნის მეტოქე ტვიტერზე სასტიკად დატროლა.

"როდესაც მაგათ ხორცს ყველაფერი ჯობია", — ასე გამოეხმაურა ვენდისი ბურგერ კინგს.

ეს ორი კომპანია დიდი ხანია რაც ერთმანეთს მტრობს. მაგალითად, ჯერ კიდევ იანვარში, ბურგერ კინგმა ვენდისის გაკრიტიკება გადაწყვიტა. კომპანიის პოსტში, ბურგერ კინგის თანამშრომელი ვენდისის რესტორნის წინ დგას და აბრაზე უწერია, რომ ბურგერის ხორცი მრგვალი უნდა იყოს და არა ოთხკუთხედი.

"ნახეთ ვინ გვესტუმრა ნამდვილი ნაგეთსების გემოს გასაგებად", — ვენდისმა კრიტიკას ასე უპასუხა.

ოფიციალური კომპანიის ტვიტერისგან ასეთი არაკოლეგიალურობით ბევრი მომხმარებელი გაკვირვებული დარჩა. რამდენიმემ არც კი დაიჯერა, რომ ტვიტი ნამდვილი იყო და ხუმრობა ეგონა.

ვენდისს არც მსგავსი კომენტარები დარჩენია ყურადღების მიღმა და კითხვას ასე უპასუხა:

"არასერიოზული მათი რესტორანია".

ვენდისის სოციალური მედიის ადმინისტრატორის კლანჭებში ბევრი მომხმარებელი ჩავარდნილა, თუ ძალიან მოინდომებ, ადმინი აუცილებლად გამოგეხმაურება და სარკაზმის დღიურ დოზასაც გაზიარებს.