კომპანია Jetman Dubai-ს მიერ გავრცელებული ახალი ვიდეო დაგარწმუნებთ, რომ ჩვენ უკვე მომავალში ვცხოვრობთ.

ვიდეოში ჩანს პილოტი ვინს რეფეტი, რომელიც ნახშირბადის ბოჭკოვანი ქსოვილისგან დამზადებული რეაქტიული კოსტუმის მეშვეობით ცაში დაფრინავს. პილოტმა დაახლოებით 2 000 მეტრ სიმაღლეს მიაღწია.

თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რეფეტმა დუბაის თავზე იფრინა. 2015 წელს გავრცელებულ ვიდეოში იგი პილოტ ივ როსთან ერთად დაფრინავს. ამ დროს პილოტებმა თითქმის 200 კმ/სთ სიჩქარე განავითარეს.

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც Jetman Dubai-ის პილოტმა შეზღუდულ სიმაღლეზე ფრენა, შემდეგ კი 2 000 მეტრის სიმაღლეზე საჰაერო აკრობატული ილეთების შესრულება შეძლო. აღჭურვილობა პილოტს 400 კმ/სთ სიჩქარის განვითარების, ჰაერში ტრიალისა და მიმართულებების შეცვლის საშუალებას აძლევს", — ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.