ვენესუელის ფულს რუსეთში დაბეჭდავენ. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg მოპოვებულ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკოლას მადუროს ხელისუფლებამ დახმარებისთვის რუსეთის სახელმწიფო კომპანია გოზნაკს მიმართა და 300 მილიონ კუპიურას იყიდის, რომელთა ნომინალი 10 ათასიდან 50 ათასამდე იქნება. ბანკნოტების ჯამური ღირებულება 143 მილიონ დოლარს აღწევს. მომსახურებაში კი ვენესუელის ცენტრალური ბანკი 6,8 მილიონ ევროს გადაიხდის.

Bloomberg-ის ინფორმაციით, წარსულში ვენესუელის ხელისუფლებას ბანკტნოტების მწარმოებლებთან პრობლემები ჰქონდა. წინა წელს ბრიტანულმა კომპანია De La Rue-მ, რომელიც მსოფლიოში ფულის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა, ვენესუელის დავალიანების გამო 23 მილიონი დოლარი დაკარგა.