ბენ აფლეკის თქმით, ბეტმენის როლზე უარის თქმა ალკოჰოლიზმის გამო მოუწია
ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ ბენ აფლეკს კომიქსის ცნობილი გმირის, ბეტმენის როლში აღარ ვიხილავდით. სულ ცოტა ხნის წინ მსახიობმა ამ გადწყვეტილების მიზეზებზე New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ბენ აფლეკმა ბეტმენის როლი ბოლოს 2017 წელს გამოსულ ფილმ Justice League-ში შეასრულა, რომელიც კინოგაქირავებაში არც ისე წარმატებული გამოდგა. როგორც აღმოჩნდა, ამის შემდეგ ბენ აფლეკმა ბეტმენის შესახებ დამოუკიდებლად გადაწყვიტა ფილმის გადაღება და კინოსტუდიასაც აჩვენა სცენარი:
"მათ მითხრეს, რომ სცენარი კარგია, მაგრამ თუ კვლავინდებურად დალევას გააგრძელებ, თავს განაჩენს გამოუტანო".
47 წლის მსახიობმა ჯერ კიდევ 2017 წელს აღიარა საჯაროდ, რომ ალკოჰოლიმზს ებრძვის. ეს პრობლემა მის კარიერაზე მთლიანად აისახა: მას ბოლო წლებში აღარ ჰქონია მნიშვნელოვანი როლები და ძირითადად დაავადების მკურნალობაზე იყო ორიენტირებული.
აფლეკმა ღიად ისაუბრა რეაბილიტაციის პროცესზეც: მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში მას განსაკუთრებულად უჭერდნენ მხარს ბრედლი კუპერი და რობერტ დაუნ უმცროსი.
"გამოჯანმრთელების პროცესში ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ღირსება უნდა შეინარჩუნონ. არადა ამ დროს უნდა იყო სწორედ პატიოსანი და პასუხისმგებლობის მქონე; დაეხმარო ადამიანებს და მოიბოდიშო, როცა ცდები", — ამბობს მსახიობი.
როგორც აღმოჩნდა, ბენ აფლეკი განსაკუთრებულად ნანობს თავის ცოლთან, ჯენიფერ გარნერთან განქორწინებას: წყვილი ერთმანეთს 2004 წელს შეხვდა, მალევე იქორწინეს და სამი შვილიც შეეძინათ, თუმცა 2018 წელს ოფიციალურად გაშორდნენ ერთმანეთს.
"დიდი ხნის განმავლობაში ჩვეულებრივად ვსვამდი, თუმცა, ერთხელაც უფრო მეტად მოვუხშირე ალკოჰოლის მიღება და ჩემმა ქორწინებამაც განადგურება დაიწყო. ეს ყველაფერი 2015-16 წლებში დაიწყო და ამან, რა თქმა უნდა, ცოლ-ქმრული პრობლემები გამოიწვია. მე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, რომელთაც ახლა ვნანობ, თუმცა ვცდილობ ფეხზე კვლავ წამოვდგე, ამ გამოცდილებით გაკვეთილი მივიღო და ცხოვრება გავაგრძელო", — იხსენებს მსახიობი.
როგორც უკვე ვიცით, ბეტმენის როლს მალე რობერტ პატინსონი მოირგებს: მსახიობი მეთ რივზის ფილმში ითამაშებს, რომლის პრემიერაც 2021 წელსაა დაგეგმილი. უკვე ისიც ვიცით, თუ როგორ გამოიყურება ახალი ბეტმენი: რეჟისორმა რობერტ პატინსონის სატესტო კადრები გაავრცელა.
მართალია, ბეტმენის როლში ვერა, თუმცა მალე ბენ აფლეკს ახალ ფილმში მაინც ვიხილავთ: The Way Back, რომელიც ყოფილი კალათბურთელის შესახებ მოგვითრობს. მსახიობის თქმით, ეს როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო მისი ცხოვრების ამ ეტაპზე, რადგან მას თერაპიული შედეგი ჰქონდა მასზე.
ფილმის პრემიერა 6 მარტსაა დაგეგმილი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები